00:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 13:40:19, 394 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უკრაინაში მიემგზავრება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინაში მიემგზავრება.

ბაქრაძე ოფიციალურ შეხვედრებს 4-5 თებერვალს გამართავს.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მიემგზავრება.

სახელმწიფო მინისტრი კიევში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლინკინს, ასევე უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელს კალმან მიჟეის შეხვდება.

აღნიშნული ვიზიტის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დეტალები საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან ვასილ ციბენკოსთან განიხილა.

ელჩსა და სახელმწიფო მინისტრს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს დილით გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, გაზაფხულზე, რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების დეტალები და მოლოდინები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics