18:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 11:30:01, 2684 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – საბჭოს პოზიციაა, არსებული რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება და საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია, რომ არსებული რეგულაციების შესრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, შეინიშნება მატება პირბადის ტარების მაჩვენებელთან მიმართებაში, რაც 47%–ზეა ასული.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, არ არის სასურველი ვაქცინაციის ტემპი, თუმცა არსებობს რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებით ორგანიზება მოხდეს.

"საბჭოს პოზიცია ცალსახად არის ის, რომ არსებული რეგულაციების შესრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს, ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში 47%–ზეა ასული, ეს მეტად უნდა გაიზარდოს, მონიტორინგი ამ მიმართულებით, იქნება მაქსიმალურად მკაცრი

 

გამოსავალი ისევ და ისევ არის იმ ბაზისური რეგულაციების აღსრულება, რომელიც ვიცოდით პანდემიის პირველი დღიდან, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. ყველაზე ქმედითი არის ეს რეგულაციები. მიმდინარე პერიოდში იქნება დიდი აქცენტი, რომ რეგულაციების მაქსიმალური დაცვა მოხდეს, მაგრამ დამყოლობის ნაწილიც მნიშვნელოვანია და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს. ვაქცინაციის ტემპი რომელიც ახლა გვაქვს, არ არის სასურველი, მაგრამ არსებობს რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებით ორგანიზება მოხდეს", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics