|
2021-06-15 13:00:24, 683 ნახვა
სამხედრო
მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედროების შვილებისთვის „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი გაიმართა
საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სასწავლო წლის დასრულება „ბასტი-ბუბუს” სტუდიის ბავშვებმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუდიის ბავშვებმა ბასტისთან, ბუბუსთან და ბაბილინასთან ერთად მხიარული განწყობის შესაქმნელად კონცერტი სამხედროების შვილებისთვის თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართეს და თანატოლებისთვის პოპულარული საბავშვო სიმღერები შეასრულეს. საღამოს დასასრულს გვარდიელების ბავშვებმა საჩუქრებად ასაკის შესაბამისი წიგნები და შემეცნებითი სათამაშოებიც მიიღეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროსა და საბავშვო-გასართობ სტუდია „ბასტი-ბუბუს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)