00:25 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 20:18:03, 483 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება

"ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

 „ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც არის უპირველესი  ამოცანა. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში არის საკმაოდ დაჩქარებული, დაახლოებით, 6000 დღიურ აცრაზე ვართ ასული.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ზაფხულის პერიოდი სწორად ამისთვის იქნება გამოყენებული.

როგორც აღვნიშნე, თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად ჩვენ შევძლებთ რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური.

ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics