09:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 15:19:09, 589 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ.

რას გავწუწავ, პირიქით, ძალიან მოხარული ვართ, მათ მიმართ დიდი მოლოდინით ვართ და გვსურს, კორექტული ურთიერთობა გვქონდეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრჯერ თქვა, რომ რაღაც ასე მოხდებაო, მაგრამ ისე არ მოხდა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გააცნობიერებენ, რომ დოკუმენტზეც ხელი უნდა მოაწერონ.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით, 43 პროცენტი, რისთვისაც იბრძვიან, შარლ მიშელის დოკუმენტის მონაპოვარია. როცა პარლამენტში შემოვლენ, თავიანთ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ უნდა მიიღოს, ამომრჩეველი იკითხავს - საიდან ეს 43 პროცენტი?

„ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხებს - შარლ მიშელის დოკუმენტიდან და ამ დროს, როცა ამ დოკუმენტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი, ლოგიკური არ არის და ამას პარტია არ დაუშვებს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მას ვეთანხმები, რადგან თუ ხელშეკრულების მხარე არ ხარ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამბები არ გეხება.

მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და პროცესებში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics