15:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 19:09:05, 528 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე „ნამახვანჰესის“ აქციზე - რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ

„რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნამახვანჰესის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რიონის ხეობის მცველების“ მიდგომა არასწორია და ყველა კითხვას სწორი განმარტება სჭირდება.

„ეს კითხვები საჭიროებს სწორ განმარტებას. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია, რომ ემიგრანტები ამას უზრუნველყოფენ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ.

ეთერში არ ჯდები და დებატებში მონაწილეობას არ იღებ, არგუმენტებს ზოგადად ამბობ და ხარვეზებზე მიუთითებ, რომელ ხარვეზებზეც იცი, რომ უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, აღმოფხვრილია.

შეიძლება, რაღაც დეტალებზე საუბარი კიდევ გავაგრძელოთ, ამ დროს პირიქით, ამატებ მოთხოვნას, რომ არა თუ „ნამახვანჰესი“, არამედ უნდა გაჩერდეს ყველა ჰესი და საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ეს არ მგონია სწორი მიდგომა იყოს“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics