11:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 17:00:53, 716 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი „ნამახვანჰესის“ აქციაზე - ეს საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე

„ეს საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხი გაცილებით მეტ ურთიერთმოსმენას საჭიროებს.

„სამწუხაროა, რომ მოსმენა არ არის ერთმანეთის. მსოფლიოს გამოჩენილი მოწინავე ექსპერტები, ვისაც ეს ეხება, ევროპის ენერგეტიკული საბჭოს წარმომადგენლები, ჩაერთნენ პროცესში.

უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს საქართველოს ინტერესები, ეკოლოგიიდან დაწყებული, ეკონომიკით და პოლიტიკით დამთავრებული.

რასაკვირველია, გამოხატვის უფლება ყველას აქვს და უნდა ჰქონდეს კიდევაც. გაცილებით მეტ ურთიერთმოსმენას საჭიროებს ხალხი და ეს საპროტესტო ტალღა ვიდრე აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ჩვენ ქვეყანას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics