11:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 22:17:36, 576 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას იმხელა ენერგია და დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი

„ნიკა მელიას იმხელა ენერგია და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ხანმოკლე, ძალიან დატვირთული სამუშაო ვიზიტით.

მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე. მაგრამ, რასაც ვატყობ, იმხელა ენერგია და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამით არ შეუძლია დაჯდეს, რაც არის გამარჯვების საწინდარი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან დიდი გეგმები აქვს ნიკას. ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად.

ძალიან ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ გამბედაობით და შეუვალობით, პრინციპულობით, რაც გამოიჩინა.

მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება. ამდენი ხანი ელოდება ხალხი რაღაც შვებას და წინსვლას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics