11:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:04:32, 762 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე დმანისზე - ვითარების დეესკალაცია მარტივი არ იყო, თუმცა ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა

არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დმანისში ვითარების დეესკალაცია სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურებაა.

„რამდენადაც ვიცი, გუშინ დაკავებული იქნა რამდენიმე ადამიანი. რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური. ამის შედეგები ყველამ იხილა. ის, რომ ძალიან რთული პრობლემის და ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ.

ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ძალიან გართულდა უცებ ვითარება. შესაბამისად, არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, თუმცა ერთი დღის განმავლობაში ეს მოხერხდა, რაც იყო სამართალდამცავი სტრუქტურების სათანადო მოქმედების დამსახურება. რთული იყო, წარმოიდგინეთ, უამრავი ადამიანი იყო ამაში ჩართული სხვადასხვა მხარეს. აქედან გამომდინარე, სირთულე იყო სერიოზული, თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად დღის ბოლომდე მოგვარდა პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მაისს დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილზე ვითარება გუშინ, 17 მაისსაც დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics