|
2021-04-07 17:18:14, 757 ნახვა
სამხედრო
სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
სოფელ იდლეთში მისასვლელ გზაზე ასფალტის ქვედა ფენის დაწყების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ დაათვალიერეს. 1 070 გრძივი მეტრი გზის რებაილიტაციის სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ახორციელებს და მასზე 349 999 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შპს „სოფლის წყალმა“ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე 350 გრძივი მეტრი სასმელი წყლის დაზიანებული მილი ამოცვალა. დაზიანებული გზა აფერხებდა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. სოფლის განვითარებისათვის მისასვლელი გზის მოწყობა აუცილებელია. მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების უმეტესობა განახლებულია. პროცესი გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს მოწესრიგებული მისასვლელი გზა არ ექნება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)