2015-01-30 10:17:17, 417 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე უკრაინაში გაემგზავრნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით დღეს უკრაინაში გაემგზავრნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრ აივარას აბრომავიჩუსთან და ენერგეტიკისა და ქვანახშირის წარმოების მინისტრ ვოლოდიმირ დემჩიშინთან.
მხარეები საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან