00:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 00:58:31, 949 ნახვა

სპორტი
უსუფაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე: ისედაც ძალიან ბევრი უქმე დღე გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, კონსტიტუციის დრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით,  პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა,  იდეაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა ფიქრობს, რომ უკვე საკმარისად ბევრი უქმე დღე გვაქვს.

"კონსტიტუციით ეს პარლამენტის პრეროგატივაა. მას ჰქონდა ეს იდეა, ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მე რომ მკითხოთ, ისედაც ძალიან ბევრი უქმე დღე გვაქვს. ჩვენ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ კონსტიტუცია ცხოვრებაში დაინერგოს. მაგრამ ვნახოთ, მე დღეს პირველად მოვისმინე ეს იდეა და დავფიქრდეთ. ყოველ წელს რომ უნდა აღვნიშნოთ - ეს ნამდვილად ასეა,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დამსწრე საზოგადოებას მინდა გაგიზიაროთ იდეა, დღევანდელი დღის უქმე დღედგამოცხადების შესახებ, რაც, ასევე, კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს დოკუმენტითითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics