00:21 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 13:58:15, 15223 ნახვა

ომი უკრაინაში
ლენტეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის მიერ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

აღნიშნული ინფორმაცია, "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს,

უწყების ცნობით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

"მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო პირობები ლენტეხის რაიონში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ, საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. ასევე, ადგილზე მიმდინარეობს მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან მათ.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics