21:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 19:49:57, 771 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ვირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტის მოგზაურობის ისტორია სომხეთთანაა დაკავშირებული.

„დღეს დილიდან დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა. 1 შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტული, შემოტანილი შემთხვევა სომხეთიდან. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. ახლა კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, შეფასდება მისი მდგომარეობა და ხვალ მოგახსენებთ. მეორე დადასტურებული პაციენტი გადმოჰყავთ ახლა ბათუმიდან. ეს არის 10 წლის ბავშვი თავის მშობელთან ერთად. მისი ისტორია ჩემთვის არა არის ცნობილი. როდესაც მივიღებ პაციენტს, მაშინ გახდება ჩემთვის ცნობილი ისტორია და ვილაპარაკებ. მშობელს კორონავირუსი არ უფიქსირდება, მხოლოდ ბავშვს აქვს დადებითი მაჩვენებელი. ალბათ ერთად იყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვი არის დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით. შესაძლებელია დედასთან მომავალში დადასტურდეს ან არ დადასტურდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics