02:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 20:15:06, 967 ნახვა

სხვადასხვა
გარემოს დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის შედეგები წარადგინა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის შედეგები, ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და სატყეო პოლიტიკის გამოწვევები წარადგინა. 

კომიტეტს სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში არსებული საკითხები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გიორგი სომხიშვილმა გააცნო. 
ეროვნული სატყეო პოლიტიკის გამოწვევებზე და სატყეო კანონმდებლობის განახლების საკითხებზე იმსჯელა სატყეო პოლიტიკის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, ხოლო
ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა სააგენტოს 2013-14 წლების ანგარიში წარადგინა და  2015 წელს საქართველოს ტყეებში დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრა . 

სატყეო სანერგე მეურნეობის უფროსმა კომიტეტის წევრებს რეაბილიტაციისა და დაგეგმილი ევროპული სტანდარტების დანერგვის პერსპექტივები გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics