03:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 10:16:49, 1012 ნახვა

კომენტარი
იზორია: სტაბილურობის არევისკენ მიმართული ყველანაირი მცდელობა, ჩახშობილი იქნება

„ვის ეკუთვნის ხელისუფლება ამას არც სააკაშვილის განსაზღვრავს და არც სხვა, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ, რომ  მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება.

„ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, სადაც ყველა პროცესი დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს,  მათ შორის  - საარჩევნო პროცესიც, ვის ეკუთვნის ხელისუფლებაამას არ განსაზღვრავს სააკაშვილი და არც სხვა, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი. ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი“,-განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით წავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics