23:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-01 10:59:03, 3531 ნახვა

სამართალი
ადამიანი შუშის ნატეხით სახეში დაჭრა და მძიმე დაზიანება მიაყენა - პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.  

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე - 2008 წელს დაბადებულ მ.ჭ-ს შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მ.ჭ. კლინიკაში გადაიყვანეს.  

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს”. - წერს შსს.  

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics