14:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-24 13:26:03, 3605 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - კიტ კელოგი კიევშია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის ამჟამად საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს.

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი. იმავე წლის დეკემბერში გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებლობას.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს მეოთხედ აღნიშნავს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics