11:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 13:46:36, 2065 ნახვა

საზოგადოება
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ქუთაისში განხორციელდება - რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის მისაღებად უკვე შეუძლიათ, შეავსონ განაცხადი  და ბიზნესის განვითარებისთვის 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონტენტი - ინტენსიური სამდღიანი ვორკშოპია, რომელიც ამჯერად ქუთაისში, 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება. პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივლისიდან დაიწყო.

პროგრამა ოთხ მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. მონაწილეები ვორკშოპებში პროფესიულ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე, პლატფორმაზე – businesscourse.ge ონლაინ კურსებს გაივლიან  და გამოცდილ მენტორებთან იმუშავებენ. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება  და გაიუმჯობესონ უნარები ბიზნესის მართვის, გაყიდვების, ელექტრონული კომერციის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

გარდა ამისა, პროგრამა მეწარმე ქალებს გრანტის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში უკვე მეთერთმეტე ნაკადი ჩაერთვება. ამ ინიციატივით, ჩვენ ქალ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას ვაძლევთ – არა მხოლოდ ცოდნა შეიძინონ და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღონ, არამედ საქმიანი ქსელის ნაწილი გახდნენ და თანამოაზრეები გაიცნონ. პროგრამა მათ ბიზნესიდეების რეალურ, წარმატებულ საქმედ ქცევაში დაეხმარება“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

აღმოაჩინეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილიაინიციატივის, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics