13:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 17:53:31, 902 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი ლისენკო: უკრაინაში რუსეთის მხრიდან 12 საბრძოლო მანქანა და იარაღით დატვირთული 54 სატვირთო შემოვიდა

„ოპერატიული მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე ლუგანსკის ოლქში რუსეთის მხრიდან 12 საბრძოლო მანქანა და იარაღით დატვირთული 54 სატვირთო შემოვიდა“,-ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისული ოპერაციის შტაბის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
ლისენკოს თქმით, დებალცევოში აქტიური ბრძოლა რკინიგზის სადგურთან გრძელდება.
„დებალცევოში სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობს, საბრძოლო მოქმედებებია დონეცკის ოლქის სხვა რაიონებშიც. უკრაინელი სამხედროები პოზიციების შენარჩუნებას ახერხებენ. ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ  დებალცევოში აქტიური ბრძოლა გრძელდება რკინიგზის სადგურთან. დაღუპულია ათი სამხედრო მოწინააღმდეგე. ოპერატიული მონაცემებით უკრაინის ტერიტორიაზე ლუგანსკის ოლქში რუსეთის მხრიდან 12  საბრძოლო მანქანა და იარაღით დატვირთული  54 სატვირთო შემოვიდა. მოწინააღმდეგე უპილოტო საფრენი აპარატების ტერიტორიის დაზვერვას ახორციელებს“,-განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics