12:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 20:52:30, 1091 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის კრივი-რიჰიდან ჩაერთო.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა ომში ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გაგრძელებას, მათ შორის ჩინელების სიცოცხლის ხარჯზე.

„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ჩინეთის სულ მცირე რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ომის გაგრძელებას ჩინელების სიცოცხლის ხარჯზეც კი. პუტინისთვის არ იყო საკმარისი სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან. ახლა ის დანაკარგების კომპენსირებას კიდევ ერთი ერის, ჩინელების ჩართვით ცდილობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, უკრაინამ და პარტნიორებმა ერთად იმუშაონ მოსკოვზე ზეწოლის განსახორციელებლად.

ცნობისთვის, 8 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის მხარეს იბრძოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics