18:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 00:28:49, 750 ნახვა

ომი უკრაინაში
ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის მიწების გაყოფაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ძალიან მალე მიაღწევს ცეცხლის სრულ შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის.

CNN-ის ცნობით, ეს განცხადება მან ოვალურ კაბინეტში გააკეთა. პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები "ტერიტორიის გაყოფაზე" ორ ქვეყანას შორის სწორედ მაშინ, როცა ისინი საუბრობდნენ, მიმდინარეობს. მას სურს ომის დასრულება, რათა "შეაჩეროს მკვლელობა და დაზოგოს ამერიკული ფული":

"ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში. ჩვენ გვექნება ხელშეკრულება და ვაწარმოებთ მასზე მოლაპარაკებებს. ხელშეკრულება მიწების გაყოფის თვალსაზრისით და ა.შ. და ა.შ. ეს განიხილება როგორც ჩვენ ვსაუბრობთ."

ამავდროულად, ტრამპმა უარი თქვა იმის თქმაზე, განიხილავს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელების გამო. ამ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან უბრალოდ თქვა: „აბა, ებრძვიან ერთმანეთს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics