13:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 16:29:05, 1070 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი კულტურის ცენტრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომერესთან ამირან ცინცაძესთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად ქედის კულტურის ცენტრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე, მოადგილეები, მაჟორიტარები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მერმა მოქალაქეებს გააცნო გეოლოგიური დასკვნა, რომლის საფუძველზეც ამ ეტაპზე, 119 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, კატეგორიის მინიჭების და შესაბამის პროგრამაში ჩართვის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მოქალაქეების კითხვებს დეტალურად და ამომწურავად უპასუხეს.

მუნიციპალიტეტის მერმა  მოქალაქეებს მხარდაჭერა და ნებისმიერ საკითხში გვერდში დგომა გამოუცხადა", - ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics