18:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 17:06:51, 977 ნახვა

რეგიონი
სტიქია ქედაში - მერია მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ქედის მერია მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მერიის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, ქედაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზაზე.

"ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.

ქედის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

ქედის მუნიციპალიტეტში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს 33 მიმართულებით დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა.

ქედის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics