11:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 00:48:12, 1626 ნახვა

სხვადასხვა
პუტინმა გამარჯვების აღლუმი НКВД-ს და КГБ-ს ვეტერანებთან ერთად გაატარა, რომლებსაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ

ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების აღლუმი НКВД-ს და КГБ-ს ვეტერანებთან ერთად გაატარა, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

მოსკოვში, 9 მაისის გამარჯვების აღლუმის დროს, პუტინის გვერდით პოდიუმზე გამოცემა "სააგენტომ" ორი ე.წ „ვეტერანი“ გამოავლინა.

პუტინის მარჯვენა მხარეს 98 წლის იური დვოიკინი იჯდა. 1942 წელს ის მოხალისედ დარეგისტრირდა, მაგრამ ფრონტზე არასოდეს წასულა. 1944 წელს იგი გაიგზავნა НКВД-ს შემადგენლობაში "დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ნაციონალისტური მიწისქვეშა ორგანიზაციების აღმოსაფხვრელად და მათი განადგურების ოპერაციების ჩასატარებლად".

პუტინის მარცხნივ იჯდა გენადი ზაიცევი. დაიბადა 1934 წელს და არ მონაწილეობდა ომში. სამსახურში გამოიძახეს 1953 წელს - სამსახურის დამთავრების შემდეგ ჯარში დარჩა. 1959 წელს ზაიცევი მსახურობდა კგბ-ში. 1968 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოთა პროტესტის ჩახშობაში და პრაღის გაზაფხულის ჩახშობაში. 1970-იან წლებში ზაიცევი ხელმძღვანელობდა ანდროპოვის მიერ შექმნილ ანტიტერორისტულ ჯგუფს ალფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics