18:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:43:34, 1715 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე აღნიშნეს

აქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს.

პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დააარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტო ხტომები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics