20:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 15:12:43, 3610 ნახვა

სხვადასხვა
„დოჟდის“ ჟურნალისტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე პოზიციისთვის

მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ რედაქტორსა და ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამხედრო „ყალბების“ სავარაუდო გამოქვეყნებისთვის.

ეს რუსეთში პირველი ცნობილი საქმეა, რომელშიც ბრალდებები არა მხოლოდ უკრაინაში ომის, არამედ 2008 წლის საქართველოს ომის კრიტიკულ მასალებზეც არის დაფუძნებული.

კიჩიგინას ბრალი ედება:

რუსეთის ოკუპაციის შემდეგ უკრაინაში, ბუჩაში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი კოლეზევის სტატიის ხელახლა გამოქვეყნებაში;
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ინსტაგრამის ისტორიების გამოქვეყნებაში წარწერით: „დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავი აღინიშნება. 7-8 აგვისტოს ღამეს რუსეთის ჯარები შეიჭრნენ ქვეყანაში და დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქები. უკვე 15 წელია, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.
კიჩიგინა მიიჩნევს, რომ მას ძირითადად ე.წ. „ბაიმაკის საქმის“ გაშუქების გამო დევნიან და რომ მისი პოსტი საქართველოში ომის შესახებ საბაბად გამოიყენებოდა.

მან რუსეთი 2023 წელს დატოვა, სისხლის სამართლის საქმე კი 2024 წლის ნოემბერში აღიძრა. გასული წლის მარტში კიჩიგინა დაუსწრებლად დააკავეს და ძებნილთა სიაში შეიტანეს.

ადამიანის უფლებათა დამცველები კიჩიგინას საქმეს პრეცედენტულს უწოდებენ. საქმე ორ ინციდენტს მოიცავს: ჟურნალისტ დიმიტრი კოლეზევის მიერ ბუჩაში მომხდარი მოვლენების ანალიზის 2022 წელს გამოქვეყნებულ რეპორტაჟს და 2008 წლის აგვისტოს საქართველოში ომის შესახებ სტატიას. თავად კიჩიგინას თქმით, სწორედ მეორე ინციდენტმა გამოიწვია მისი დევნა. ის აღნიშნავს, რომ მის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში უკრაინის შესახებ მრავალი პოსტი იყო, ომის საწინააღმდეგო პოზიციით და საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოწოდებით. თუმცა, გამომძიებლებმა საქართველოს შესახებ სტატია აირჩიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics