01:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 16:41:30, 7340 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის თავდაცვის მინისტრს მიუნხენში შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვის მიდგომა და უწყებათაშორისი მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ კუთხით მან ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ემყარება.

შეხვედრაზე სამხედრო სამსახურში გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის კუთხით ფინური მხარის გამოცდილების გაზიარების საკითხზეც ისაუბრეს. მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში ფინეთის მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფინელ კოლეგასთან საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური პრიორიტეტებიც განიხილა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს, ანტი კაიკონენმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში მიიწვია.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩსა და ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტის მარკუს შოდერის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics