03:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 21:52:48, 5978 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში ლატვიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საუბარი შეეხო შავი ზღვის სტაბილურობის გაძლიერებაში საქართველოს მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ლატვიის მხარის ჩართულობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს მეტად წარმოდგენას საქართველოში. ამ მხრივ მან საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობასა და ჰიბრიდული საფრთხეების გასამკლავებლად ლატვიასთან გაძლიერებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics