03:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 13:42:25, 5175 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი სტანდარტები დაწესდა

თავდაცვის სამინისტროში თანამედროვე სტანდარტები მკვიდრდება. ევროპული სტანდარტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გავრცელდება. ახალი სტანდარტების დადგენის მიზნით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზას მის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლად შექმნილი „სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტისგან“ ინფრასტრუქტურული სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შექმნილი ხარისხის კონტროლის ახალი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავდაცვის ძალებში ნატოსთან თავსებადი კოდიფიკაციისა და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე. დეპარტამენტის ფუნქციებში ასევე შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა და ყველა ტიპის მომსახურების ხარისხის კონტროლი.

თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკა სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება დასავლური სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა, ღია და დახურულ სივრცეებში მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონები და სატრენაჟორო დარბაზები. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ოთხჯერ მეტი - 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics