22:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 17:49:56, 6161 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა, შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება  განისაზღვრა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირების ხარისხის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ  2020 წელს  ჯარისკაცების ფეხსაცმლისა და უნიფორმის ხარისხი ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს გაუთანაბრდება.

„თითოეული ჯარისკაცი განახლებული, მაღალი ხარისხის უნიფორმით იქნება უზრუნველყოფილი. დავგეგმეთ უმაღლესი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმლის შესყიდვა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც არაერთ ნატოს წევრ ქვეყანას და მათ ჯარს ამარაგებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics