|
2019-12-20 17:47:12, 5578 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენ მთავარ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან
100 დღის მუშაობის შეჯამებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით გადადგმულ ამბიციურ ნაბიჯებზე გაამახვილა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ის მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც საქართველოს მიმართ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის აქტში აისახა. „მოცემული პოლიტიკური მხარდაჭერის პრაქტიკული მაგალითია ერთი თვის წინ ჩემი ვიზიტი ამერიკაში და იქ გაფორმებული სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს უწყებასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. ჩარჩო ხელშეკრულება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ამ ურთიერთობას და ხელს შეუწყობს ჯარის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. აშშ-სთან თანამშრომლობაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელმაც მნიშვნელოვნად აამაღლა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნა. მისი თქმით, 2020 GDRP-ის ინსტიტუციონალიზაციის წელი იქნება. „მიღებული პრაქტიკული წვრთნებისა და შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე გავაძლიერებთ მართვისა და კონტროლის სისტემას. ასევე, ჩამოვაყალიბებთ თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური მრავალწლიანი განვითარების მტკიცე საფუძველს“, - აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ დღევანდელი ჯარი არის განსაკუთრებით ძლიერი, ვიდრე იყო 5 ან 10 წლის წინ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)