|
2019-12-13 17:48:17, 3648 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ეკლესიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, მათ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით აშენდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)