20:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 11:35:31, 5382 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ეცნობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა. თავდაცვის მინისტრი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს, საცხოვრებელ კოტეჯებსა და სასადილოებს. მიმდინარეობს ბაზაზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონების და ტრენაჟორების მოწყობა.

დღესვე, მინისტრმა დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან გაუმჯობესდა. მოგვიანებით კი, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics