2019-10-27 12:48:53, 6761 ნახვა
ევროპის ამბები
დეკანოზი ილია - ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება
სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ენიჭება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი".
ავტორი: ექსპრესნიუსი,