|
2019-10-25 11:49:29, 5852 ნახვა
სამხედრო
ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის
Heritage Foundation-ის მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. „შეთავაზება: აშშ-ის სამხედროები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნონ. ის გახდება „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, ძალის ხელახლა მოკრების შემთხვევაში. აშშ-ს შეუძლია, ახალქალაქში მდებარე, ძველი რუსული ბაზა გამოიყენოს, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - წერს კოფი Twitter-ზე. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაციო დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროები გაეყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)