22:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 16:36:42, 6562 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს პირობების გაუმჯობესების შესახებ საკუთარი გეგმა გააცნო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ნატოს სტანდარტების შესაბამისად ყველა სამხედრო ნაწილში ყაზარმების გარემონტებას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კვების, დაზღვევის, სამხედრო უნიფორმის,  სრული ეკიპირების ხარისხის გაუმჯობესებაც მოხდება. პირველი ნოემბრიდან კი, სამხედროების ხელფასები გაიზრდება.

სამხედრო ნაწილების დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრი მე-4 ბრიგადის სასადილოშიც იმყოფებოდა, სადაც მან ჯარისკაცებთან ერთად ისადილა. ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც სამხედრო მოსამსახურეებმა ისაუბრეს, ტრანსპორტირების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics