05:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 13:46:26, 6954 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება

„ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელს ცივილიზებულ სამყაროში“, - მის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მუშაობისას აქტიურად იქნება გათვალისწინებული დასავლური გამოცდილება.

„მე ამ დღეებში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც არის, მე ვიტყოდი, უნიკალური. შვეიცარია, რომელიც არის ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ჯარი. მათ აქვთ უნიკალური გამოცდილება ამ მიმართულებით, კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მიმართულებით. არის კიდევ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მაგალითად ისრაელის, რომელიც ჩემთვის არის ერთ-ერთი სამაგალითო და ბევრი სხვა. მე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად და მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა იზორიამ უკვე დაიწყო და ჩვენ ამას დავასრულებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics