|
2019-08-11 14:33:23, 6666 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველ ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელს შინდისთან 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ლევან იზორია დაღუპულების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. ომში დაღუპულ 17 ქართველ ჯარისკაცს დილიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში იხსენებენ. შინდისის გმირთა მემორიალთან ადგილობრივები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ადამიანები გმირებს პატივს მიაგებენ. 2008 წელს, 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ვეფხვია ჯიშკარიანი, ემზარ წილოსანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ალექსანდრე ონიანი, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. NS
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)