13:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 16:58:29, 454 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტთან კონსულტაციებს მომავალშიც გააგრძელებენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტისა და "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და კონსულტაციებს ამ საკითხზე მომავალშიც გააგრძელებენ.

რაც შეეხება კანდიდატურას, ჩიქოვანის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული კანდიდატურების შესახებ საუბარი არ ყოფილა, თუმცა  მისივე თქმით, ეს ეტაპიც დადგება.

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ შეხვედრით, რომელიც პრეზიდენტთან გაიმართა. ეს არის კონსულტაციების დასაწყისი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტთან   და პრეზიდენტს დაქვემდებარებულ უწყებასთან მჭიდრო კონტაქტი გვექნება, რათა გაგრძელდეს შემდეგში კონსულტაციები. პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პირად დისკრეციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია და სურს, მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს  როგორც პოლიტიკური ძალების,  ასევე არასამთავრობო სექტორის. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან და დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. კონკრეტულ კანდიდატურებზე არ გვისაუბრია,თუმცა ეს ეტაპიც დადგება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics