04:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 10:42:02, 7540 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ქვედანაყოფის შემაჯამებელი წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. ვაზიანის მე-9 სასროლეთზე სტუმრები 31-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის მართვის პრინციპით განხორციელებულ შეტევით ოპერაციას დაესწრნენ. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, საბრძოლო სროლებით პირობით ობიექტზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგე გაანეიტრალა. წვრთნებს მონიტორინგს ქართველი და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლები უწევდნენ. შემაჯამებელ სწავლებაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

31-ე ბატალიონმა 13-კვირიანი წვრთნა 2019 წლის 06 მაისს დაიწყო. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ არიან. 31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გადის. სწავლება ოთხ ფაზად იყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს ეთმობა.

GDRP მომზადებაში უშუალო ჩართვამდე 31-ე ბატალიონმა 8-თვიანი როტაციის წინა მოსამზადებელი პერიოდი დისლოკაციის ადგილზე ათეულისა და ოცეულის დონეებზეც განახორციელა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics