|
2019-04-30 19:08:36, 2467 ნახვა
სამხედრო
იზორია: აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებულ ბრიგადაში, თავდაცვის ძალების იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სტრატეგიულ პარნტიორებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ვიქნებით შეუპოვარნი ჩვენი სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ლევან იზორიას თქმით, საქართველო თავისი ინტერესებისა და ვალდებულებების დასაცავად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. „ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ვალდებულებების დასაცავად, რასაც ქვეყნის დაცვის ვალდებულება ჰქვია. დღევანდელი დღე პირველად, სიმბოლურად, სწორედ იმ ჯარისკაცებს მივულოცეთ, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანებს ასრულებენ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)