|
2019-04-30 18:54:49, 1983 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს სამხედრო წოდებები მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა. პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიენიჭა ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს - გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალს შალვა ჯაბახიძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკს აბესალომ მანჯავიძეს თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)