08:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 16:11:07, 2839 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ მე-13 ბატალიონის სამხედროებს GDRP-ის წარმატებით დასრულება მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი უკვე მესამე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადდა. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე სამხედროებს პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდმა მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სთან სამაგალითო თანამშრომლობა აღნიშნა, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას გაუსვა ხაზი. მან თითოეულ ოფიცერს, სერჟანტს და რიგითს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიება მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და აშშ-ის პირველი ქვეითი დივიზიის, პირველი ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.

საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, მე-13 ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს. მე-13 ბატალიონის წვრთნა ბრძოლასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში 13 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვედანაყოფის მომზადებაზე პასუხისმგებლები საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და აშშ-ის I ქვეითი დივიზიის, I ჯავშანსატანკო ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფის „ყორანი“ ინსტრუქტორები იყვნენ. სწავლების განმავლობაში მე-13 ბატალიონის შესანარჩუნებელი და გასაუმჯობესებელი მხარეებიც გამოვლინდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფი CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმას (Homestation Training Plan) შეიმუშავებს და უკვე დისლოკაციის ადგილზე გააგრძელებს მომზადებასა და გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics