|
2019-03-22 13:06:18, 3334 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორიას მადლობას უხდის
თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ მ. შანაჰანიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას წერილი გამოუგზავნა. იგი წერილში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს აღნიშნავს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება. „სასიამოვნო იყო თქვენთან და პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ვაფასებ, თქვენი და თქვენი გუნდის უდიდეს ძალისხმევას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების საქმეში და ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი დისკუსიისთვის. ველი თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას დიპლომატიისა და თავდაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია პატრიკ მ. შანაჰანის წერილში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)