19:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 17:04:18, 4854 ნახვა

სამხედრო
არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ - სესიაშვილის ინიციატივა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოდის, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას საუბარი არ ეხება.

დეპუტატის განმარტებით, ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ნორმის არასამართლიანად გამოყენების გამო, სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.

„სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით, რის გამოც პარლამენტს ვთავაზობ, რომ ეს ნორმა გავაუქმოთ. ყველა პირს, რომელიც უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის საფუძველზე, აქვს კანონიერი უფლება, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება სხვა რელიგიურ კონფესიებს, სესიაშვილის თქმით, ისინი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით“ სარგებლობდნენ.

„მაგალითად, იეჰოვას მოწმე, რომელიც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურს მიმართავდა. ჩემს მიერ მომზადებული ნორმა იქნება ყველასთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემი ინიციატივა საკონსტიტუციო ნორმას ვერ შეეხება, სხვა კონფესიებს კი. ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიური, აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო შრომით სამსახურში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics