10:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 18:31:28, 2932 ნახვა

სამხედრო
ნუკრი გელაშვილმა მედიასთან სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“-ზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის „თავდაცვა და უსართხოება“ სკოლაში სწავლების საკითხმა. მინდა მოგახსენოთ რომ, სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და დასრულების შემდეგ, რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. ამის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა გელაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ხაზგასმით განმარტა სკოლაში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დანერგვის მიზანი.

„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ, რომელთაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნუკრი გელაშვილმა საუბრის დასასრულს მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

„ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას საშუალება ექნება სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პილოტირების პროცესში სასწავლო მასალის დახვეწის მიზნით”, - განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

 

 

 (NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics