12:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 12:56:43, 1869 ნახვა

სამხედრო
ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საფრანგეთში გაემგზავრება.

როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება.

მისი თქმით, ანტისაჰაერო სისტემები საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„წელს პირველად თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% შეიარაღებაზე მივმართეთ, რის საფუძველზეც თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს ვყიდულობთ. განსაკუთრებით აღვნიშნავ ანტისატანკო სისტემებს, რომლებიც წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში პირველი შეიარაღება უკვე მივიღეთ და ავამოქმედეთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics