20:00 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 13:22:26, 1533 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ ავღანეთში ვიზიტი მაზარ-ი-შარიფში სტუმრობით დაასრულა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მაზარ-ი-შარიფში სტუმრობით დაასრულა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ მიმართულების (TAAC North) სარდალს, ბრიგადის გენერალ გერჰარდ კლაფუსს ბაზა „მარმალზე“ შეხვდნენ. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქართველ და გერმანელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დროს, ბრიგადის გენერალმა გერჰარდ კლაფუსმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ უპრეცედენტოდ კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის ჩამოყალიბდა.

„ჩრდილოეთ სარდლობა ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული სარდლობაა ავღანეთში. სარდლობაშინატო-ს 13 წევრი და რვა პარტნიორი ქვეყნის კონტინგენტია გაერთიანებული, მათ შორისაა საქართველო. ვამაყობ, რომ ჩვენს შემადგენლობაში ქართველი სამხედროები არიან და მაღალ დონეზე უჭერენ მხარს მისიას. ისინი მისიის ფარგლებში დასახულ ყველა ამოცანას შესანიშნავად ასრულებენ. ყოველივე ამან კი, შესაძლებელი გახადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები უკვე თვითონ ინარჩუნებენ უსაფრთხოებას ქვეყანაში“,- განაცხადა კლაფუსმა.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველი სამხედროების მიერ აშენებულ წმინდა გობრონის სახელობის სალოცავს ესტუმრა და მას წმინდა გიორგის ხატი შესწირა.

მაზარ-ი-შარიფში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა. ლევან იზორიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics