19:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:52:02, 355 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატში, თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის განხილვა გაიმართა

ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (28+1) ფორმატში, თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებების შეფასების  განხილვა  გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

28+1-ის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა. წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში და გამოხატეს მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics